Georgia Foundation /
Georgian Diaspora
Cultural, Social, Business centre between Georgia and Netherlands
კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნება II -პროექტის მიმდინარეობის ანგარიში


პირველი ორი ვიზიტი საქართველოში "კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნება II" პროექტის ფარგლებში 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შედგა, რასაც ამავე წლის დეკემებერში მესამე ვიზიტიც მოჰყვა.

 

გოჩა ლაღიძე, გამოცდილი რესტავრატორი და მეიარაღე, მამუკა ქობულაძე, პროფესიონალი არტ-დიზაინერი და მარეხ ტოგონიძე, წამყვანი რისკ-მენეჯერი კრედიტების საკითხებში - ნიდერლანდებში მცხოვრები ეს სამი ქართველი პროექტის ფარგლებში საქართველოს ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად და ქართული ორგანიზაციების შესაძლებლობათა ზრდის მხარდასაჭერად ეწვია.

მამუკა ქობულაძე ჟურნალ-გაზეთების დიზაინის მდიდარი გამოცდილების მქონე არტ-დიზაინერია. საქართველოში ვიზიტისას მას რამოდენიმე გაზეთისა და ჟურნალის, საგამომცემლო სახლის, რადიო არხის და ა.შ. მესაკუთრე, ერთ-ერთი წამყვანი მედია-ჰოლდინგი - მედია-სახლი `პალიტრა” მასპინძლობდა. მამუკა მასპინძელ ორგანიზაციას რამდენიმე ჟურნალის დიზაინის დახვეწაში დაეხმარა, გაუზიარა რა პერსონალს თანამედროვე ტექნიკური უნარ-ჩვევები და ევროპაში ამ მხრივ არსებული გამოცდილება. ის ფაქტი, რომ მედია-სახლმა `პალიტრამ” მამუკა ქობულაძესთან 2010 წლის თებერვლისთვის მომავალი შეხვედრის სურვილი გამოთქვა, პროექტის წარმატებაზე მიუთითებს.


მარეხ ტოგონიძე ნიდერლანდებში ცხოვრობს და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში კრედიტების უფროსი რისკ-მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს. ამავე დროს, მარეხი ნიდერლანდებში ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ორგანიზაცია მოწოდებულია შეინარჩუნოს და გაამყაროს კავშირები საქართველოსთან სხვადასხვა პროექტსა და საქმიანობაში ჩართვის გზით. "კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნება II" პროექტის ფარგლებში მარეხი საქართველოს 2009 წლის დეკემბერში ესტუმრა და იმუშავა შპს `კრისტალთან”, ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმერეთის რეგიონში. მარეხის მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება ძალზე ღირებული აღმოჩნდა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრების ხელშეწყობაზე მომუშავე დინამიურად მზარდი კომპანიისთვის და ასევე დაეხმარა მას ევროპაში ამ სფეროში არსებული პრაქტიკის უკეთ გაგებაში. თავის მხრივ, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო რეგიონში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

დაბრუნება>>>



Copyright © 2006 PaTo Art Inc. All rights reserved.