Stichting Georgie / Georgische Diaspora
Culturele, Sociale, Zakelijke centrum tussen Georgie en Nederland
აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსულ პირთა საყურადგებოდ


აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით ტარდება შემდეგი ღონისძიება, "დევნილებმა" და სხვა "პირებმა უნდა მიმართონ სამთავრობო ორგანიზციას აქ დიასპორასაც შეუძლია გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, სადაც ისინი მიიგებენ უძრავი ქონების აღრიცხვის "დეკლარაციებს'. დეკლარაციას ოჟახის ყველა სრულწლოვან წევრთა წინასწარი შეთანხმებით ავსებს "დევნილი", რომლის სახელზეც აღირიცხება უძრავი ქონების საკუთრების მოთხოვნის უფლება. დაინტერესების მიხედვით მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას ბროშურის სახით,info@geo-diaspora.nl.

ერთხელ
1915 წლის 27 ივლისი. თBილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში იმ დროს სამხედრო ლაზარეთი იყო მოწყობილი. ერთ-ერთ პალატაში მომაკვდინებელი სენით დაავადებული ვაჟა-ფშაველა იწვა. მტის მგოსანმა, როგორც მას უწოდებდნენ, სიკვდილის წინ რამდენიმე წუთით ადრე მოიხმო მომვლელი და სთხოვა, მის ოთახში, იატაკზე დაეყარათ ხის ტოტები, ბალახი და მინდვრის ყვავილები; რომ ერთხელაც დამტკბარიყო ახლადმოცელილი თივის სურნელებით, მოეგონებინა ფშავში გატარებული ბავშვობისა თუ სიყმაწვილის ულამაზესი დგეები. მომაკვდავს თხოვნა შეუსრულეს. დიდი ვაჟა მაშინ 53 წლის იყო.


Copyright © 2006 PaTo Art Inc. All rights reserved.