Stichting Georgie / Georgische Diaspora
Culturele, Sociale, Zakelijke centrum tussen Georgie en Nederland
იღუმენი აბიბოსის მომართვა
ქ. ანტვერპენი, 2006 წლის 6 სექტემბერი
 


ქალბატონებო და ბატონებო

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

მე მინდა ამ წერილის საშუალებით გადმოგცეთ ჩვენს მიერ დაწყებული საქმის წვრილმანები. თქვენ რა თქმა უნდა გეცოდინებათ, თუ რა დიდ პრობლემას წარმოადგენს ემიგრაცია საქართველოსათვის და ეს არანაკლებად დიდი საშიშროებაა თვით ემიგრანტებისთვისაც. სულ რამდენიმე თვით წამოსულ ადამიანსაც უკვე ემუქრება ენის, ბავშვებისათვის ეროვნული ღირსების გრძნობის, სარწმუნოებისა და სხვა ფასეულობების დაკარგვის საშიშროება. გარდა ემიგრანტებისა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საკმაო რაოდენობის სტუდენტებიც სწავლობენ. ასეთები ჩვენ მხარეში 600-ზე მეტი არიან. ამ ყველა პრობლემების შესახებ არის მოხსენიებული გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანი“-ში. ინტერვიუ სახელწოდებით: „ეკლესია როგორც ხიდი ისეა მათთვის, სამშობლოსთან შემაერთებელი ხიდი“.

გეცოდინებათ, რომ 2002 წლის სექტემბერში საქართველოს ისტორიაში პირველად ქართული ეკლესიის წიაღში გაიხსნა დასავლეთ ევროპის ეპარქია. გაიგზავნა მღვდელმსახურები და დაინიშნა მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ამ 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ქართველები ერთად შეკრებილიყვნენ და რაც მთავარია ცოტათი მაინც შემსუბუქებულიყო მათთვის და მათი შვილებისათვის სამშობლოს გარეთ ყოფნა. ამას ვაღწევთ ერთობლივი წირვებით, საერთო ტრაპეზებით, სკოლის გახსნით და ასე შემდეგ. ამ ხნის განვალობაში ჩვენი სათვისტომოს მიერ სრული მართლმადიდებლური წესით გაკეთდა ანტვერპენის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. დაწესდა ყოველთვიური წირვა-ლოცვები, ნათლობები, ჯვრისწერები გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, დიუსელდორფში და ასევე მიუნსტერში. ღვთის წყალობით მოხდა ისე, რომ ანტვერპენის ტაძარმა სხვადასხვა ქვეყნებიდან 500-ზე მეტი ადამიანი გააერთიანა, მაგრამ ანტვერპენში ნაქირვებ ტაძარში არა გვაქვს უფლება, რომ ღამისთევით დავტოვოთ მსურველები რამდენიმე დღით მაინც. რადგან მსურველები ძალიან ბევრია! ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთი მონასტერი, სასულიერო ცენტრი ქართველებისათვის. მათთვის ყველაზე უფრო ადვილად მისადგომ ადგილზე ე.წ. „სამი ქვეყნის სამკუთხედში“ ჰოლანდიის, გერმანიის და ბელგიის საზღვარზე. მონასტერში შენდება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით და მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის თანადგომით.

ამასთან დაკავშირებით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები: დაახლოებით 5 თვის წინ ვნეხეთ ჩვენი მიზნებისათვის შესაბამისი მიწის ნაკვეთი. ჩვენს მიერ იქნა გადახდილი წინასწარი ხელშეკრულებით თანხა 5000 ევრო და მიწა გადმოვიდა ჩვენი სათვისტომოს კუთვნილებაში, გაკეთდა მიწის ტოპოგრაფიული გეგმა და მონასტრის პროექტი რომელიც შეიცავდა ერთ ტაძარს და ერთ შედარებით პატარა სალოცავს. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვქონდა წინასწარი სატყვიერი შეთანხმება ადგილობრივ მმართველობასთან საბოლოო თანხმობა ამ ადგილზე მონასტრის აშენებაზე ჩვენ ვერ მივიღეთ, იმის გამო რომ ეს ადგილი იყო შიგ სოფელში და ამ ადგილიდან 50 მეტრის რადიუსში რამდენიმე მოსახლე ცხოვრობდა, რომელთა ნაწილიც საბოლოოდ არ ყოფილა თანახმა მონასტრის აშენებაზე... ამის შემდეგ ეს ნაკვეთი დაუბრუნდა მის ყოფილ მფლობელს, ხოლო ჩვენ დაგვიბრუნდა ჩვენს მიერ გადახდილი თანხა.

მაგრამ ჩვენ ამით არ დავკმაყოფილებულვართ და რამდენიმე კვირის წინ ჩვენი შუამავალი ფირმის და ჩვენი აქაური არქიტექტორის მიერ ნანახი იქნა მონასტრისათვის ბევრად უფრო შესაბამისი ნაკვეთი 3.4 ჰექტარის ფართობით, რომელზეც უკვე აშენებულია ორი სახლი, ისინი ძალზე შეესაბამება ჩვენს პროექტს. (ნახეთ სურათების დია ჩვენება ქვემოთ) ამ ადგილზე ადრე იყო ფერმა და ეს ფერმა არის გადაკეთებული საცხოვრებელ სახლად, რომრლიც ჯერ არ არის დამთავრებული. (რამაც განაპირობა ამ ნაკვეთის შედარებით იაფი ფასი) ხოლო მის გვერდზე არის მეორე შედარებით უფრო პატარა სახლი (4 ოთახი), რომელიც ბერებისთვის და სასულიერო პირებისათვის იქნებოდა შესანიშნავი, ხოლო დიდი სახლი, რომელშიც დროებით სალოცავიც განლაგდებოდა, 15 ოთახამდე მოიცავს და ასევე დიდ სატრაპეზოს. ეზოში არის ქვაფენილი, შემოსასვლელში - ხეივანი. ორი წყარო, რომლებიდანაც ივსება პატარა ტბა, სასმელი წყლის ჭა, რაც აქ ძალიან ფასობს, რადგან სასმელი წყალი საკმაოდ ძვირია. ასე დავიწყეთ ამ მიწის შესყიდვაზე მუშაობა, რასაც ბანკის სესხის საშუალებით ვაპირებთ. ამისათვის გვჭირდება შემოსავალის დამადასტურებელი საბუთები და ასე შემდეგ ... რაც შეეხება საბუთებს და გარანტად დადგომას, გვერდში გვიდგას 3 საკმაოდ სოლიდური ბელგიური ორგანიზაცია. ერთი მათგანი მზად არის, რომ თავისი მიწაც და შენობაც კი ჩადოს გარანტად. დამეთანხმებით, რომ ეს დიდი ნდობის გამოხატულებაა! თანხითაც გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ უფრო გვინდა რომ ეს სახლი ქართველი ხალხის მიერ იყოს აშენებული, რომ მათი გულის ნაწილი იყოს და სულის ჩამდგმელი. საზღვარგარეთ ჩვენი ყველა მონასტრის დაკარგვის ფონზე ამ მონასტრის აშენდება ერის სულიერი აღორძინების ნიშანია. აქ ყველა ქართველს შეეძლება, ჩამოვიდეს ოჯახით თუ მარტო და ერთი ან ორი კვირის განვალობაში დაისვენოს ამაოებისაგან, იმუშაოს მიწაზე, დაესწროს ყოველდღიურ ლოცვებს ისარგებლოს ბიბლიოთეკით და ასე შემდეგ...... ამ ნაკვეთის და სახლების ღირებულება არის 610 000 ევრო, რაც რეალურად სხვა ნაკვეთებთან შედარებით იაფია. მდგომარეობა ისეთია, რომ თავისი გაფორმებით ეს ნაკვეთი 702 000 ჯდება, რაც თავისთავად ძალზე დიდი თანხაა. მაგრამ არც მიზანია პატარა და არც შედეგი არ იქნება მცირე, როგორც აქაური ხალხისათვის ასევე საქართველოსათვის. 4 ივლისს ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა ბანკის მმართველებთან. ამ თანხის რაოდენობის სესხის დაფარვას ყოველთვიურად დაახლოებით 4500 ევრო უწევს 20 წლის განვალობაში 4.5 პროცენტის გაანგარიშებით, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის შეუძლებელია. ამიტომ ვაგროვებთ თანხებს, რომ შეგვეძლოს სესხის თანხის შემცირება.

ამ ეტაპზე ყოველთვიურად ჩვენ მხოლოდ 2000 ევროს გადახდა შეგვიძლია, მაგრამ ამაზე კიდევ ვმუშაობთ და აუცილებლად გავზრდით ჩვენს შესაძლებლობებს. 8000 ევრო ამ ნაკვეთში უკვე გადახდილია და ეს ნაკვეთი 2 თვით გადმოსულია ჩვენს კუთვნილობაში, ხოლო ამ ორ თვეში ჩვენ უნდა მოვაგვაროთ სესხის საკითხები და ამ ხნის განმავალობაში მცირედი თანხის გადარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა კიდევ ერთი თვით ვადის გადაწევა. სასურველია შეგროვდეს 500 კაცი რომელიც ყოველთვიურად მონასტრის მშენებლობისთვის გაიღებს 10 ევროს. უპირველეს ყოვლისა ისევ გიხდით დიდ მადლობას და ასევე გილოცავთ, რომ თქვენ ღვთის შეწევნით მოგეცათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა მონასტრის და ეკლესიის მშენებლობაში! გთხოვთ გადახედოთ თუ რა რაოდენობით შეძლებთ ამ პროექტის დაფინანსებას და შეგვატყობინოთ ამ ელექტრონულ მისამართზე (mamaabibos@yahoo.com), იმისათვის რომ ჩვენ წარვადგინოთ ეს წერილი, როგორც ასევე ერთ ერთი შემოსავლის წყორო. ასევე გთხოვდით რომ შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ ჩვენი თხოვნა და ამ მონასტრის მშენებლობის ამბავი თქვენს მეგობარებში. წინასწარ გიხდით მადლობას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ, თქვენი ოჯახი, და ყველა, ვინც თქვენს გვერდში დგას. იხარეთ და იბედნიერეთ ორსავ სოფელსა შინა !
მღვდელმონაზონი აბიბოსი ბელგია, ანტვერპენი 26.06.06

ჩვენი ანგარიშის ნომერია: IBAN: BE 507330 0460 6318 SWIFT:KREBB BIC.Code: KREDBEBB KBC-bank Satvistomo v.z.w. lierbaan 53 Koningsbaan 11 2580 Putte 2580 Putte Belgium Belgium

 


Copyright © 2006 PaTo Art Inc. All rights reserved.